ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის კურსი კორპორაცია ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებულ პირს შეასწავლოს ტექნოლოგიების გამოყენება და გაარკვიოს სტარტაპის წამოწყების საკითხებში.
ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის კურსში განხილულია ბიზნეს იდეების გენერირების, უკუკავშირის მოძიებისა და გამოკითხვის ჩატარების, ფინანსების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის ძირითადი ასპექტები, რომელთა შესწავლისას თქვენ დაეუფლების ტექსტურ რედაქტორზე, ელექტრონულ ცხრილებზე, მულტიმედიურ პრეზენტაციებზე მუშაობას, ასევე ისწავლით გონებრივი რუკების, SWOT ანალიზის, კითხვარების შედგენას, მონაცემების დამუშავებას, პროდუქტის ფასის გამოთვლას, სარეკლამო ფლაიერისა და მარტივი ვებგვერდის გაკეთებას, ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ბიზნესის ოპერაციების აწყობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.